in ,

ბუდუმ ისევ გაიტანა, საბამ მოატრიალა: ივანიაძე შევიდა და შეაგდო – ქართველები ევროპაში

კონფერენს ლიგაზე უამრავი მატჩი გაიმართა და ცხადია ისეთმა გუნდებმაც ითამაშეს, სადაც ქართველი ფეხბურთელები გამოდიან.
ვნახოთ რა ქნეს ჩვენმა ლეგიონერებმა:

უნგრული „ფეჰერვარი“ აზერბაიჯანში „გაბალასთან“ დამარცხდა 1:2, მაგრამ რადგან პირველი თამაში 4:1 ჰქონდა მოგებული მომდევნო ეტაპზეც გავიდა. პირველი მატჩისგან განსხვავებით ძირითადში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ისევ გაიტანა გოლი – 44-ე წუთზე. საქართველოს ნაკრების შემტევი 62-ე წუთზე შეცვალეს.
„ფეჰერვარი“ მესამე ეტაპზე მოლდოვურ “პეტროკუბს” შეხვდება.

მომდევნო ეტაპზე გავიდა საბა კვირკველია და თან ამისთვის ქამბექი დასჭირდა. ბაქოს „ნეფთჩის“ პირველი შეხვედრა 0:2 ჰქონდა წაგებული ლიმასოლის „არისთან“. აზერბაიჯანულმა გუნდმა შინ 3:0 მოიგო. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა.
მესამე ეტაპზე ბაქოელებს უფრო დიდი გამოცდა ელით – ვენის „რაპიდი“.

კვიპროსის „აპოელმა“ 2:0 დაამარცხა ბულგარული „ბოტევი“ და გავიდა (პირველი მატჩი 0:0). მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა ბუბა დაუშვილმა (გააფრთხილეს), გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

სენსაციურად მოიგო ყაზახურმა “კიზილ-ჟარმა”, რომელმაც საშინაო 1:2 წაგება ამოუქაჩა ხორვატიაში “ოსიეკს” – 2:0. ანგარიში 62-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა გიორგი ივანიაძემ გახსნა, რომელიც 2 წუთით ადრე შევიდა შეცვლაზე. ელგუჯა ლობჯანიძე ძირითადში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
საინტერესოა, რომ მომდევნო ეტაპზე სწორედ „ქართული“ გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს: „აპოელი“ და “კიზილ-ჟარმა”.

სერბეთის “რადნიჩკისა” და მალტის “გზირას” შეხვედრა პირველი მსგავსად 2:2 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა (სტუმრებმა ანგარიში მე-12 წამატებულ წუთზე გაიტანეს, მე-12). გუნდებმა თითო-თითო გოლი კიდევ გაიტანეს, ხოლო პენალტების სერიაში კი მალტელებმა 3:1 გაიმარჯვეს. მე-14 წუთზე ანგარიში „რადნიჩიკის“ ქართველმა მცველმა ანტონ თოლორდავამ გახსნა.

ლიეტუვას “სუდუვაში” პირველი ტაიმი ითამაშა ლევან მაჭარაშვილმა (ყვითელი ბარათი მიიღო) დანიურ “ვიბორგთან” სტუმრად წაგებულ (0:1) მატჩში. ქართველი ნახევარმცველის გუნდი ბრძოლას გამოეთიშა.

სულ ბოლო ორიოდ წუთი მოუწია თამაში ლუკა სილაგაძეს (“ვალმიერა”, ლატვია) “შკენდიასთან” (ჩრ. მაკედონია) გასვლაზე წაგებულ (1:3) მატჩში. ქართველი ნახევარმცველის გუნდი გამოვარდა.

თამაზ პერტიას “ლიეპაიას” (ლატვია) ბარიერი დაძლია შვეიცარიულმა “იანგ ბოიზმა” – 0:1 და 0:3.

სამწუხაროდ, არ უთამაშია (განაცხადშიც არ იყო) ვაკო გვილიას “რაკოვის” რიგებში “ასტანასთან” სტუმრად მოგებულ (1:0) შეხვედრაში. მისი გუნდი მესამე ეტაპზე სლოვაკურ “ტრნავას” შეხვდება და იმედია საქართველს ნაკრების ნახევარმცველი მოედანს დაუბრუნდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეგვეძლო გასვლა, მაგრამ შანსი ვერ გამოვიყენეთ

ქომაგებს უჩხუბიათ: ბათუმში პოლონელ ფანებთან ჩხუბი იყო – რუსების მეგობრები ქართველებს რაღაცეებს ესროდნენ