in

ბოდიში, ამას არ იმსახურებთ

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო აუტსაიდერ ბულგარეთთან და ახლა თავად არის ბოლო ქვეჯგუფში. მიუხედავად ამისა, ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ რჩება, ოღნდ ამისთვის საჭიროა ისე აღარ ითამაშოს, როგორც დღეს საღამოს – საქართველოს ნაკრები ნამდვილად არ ჰგავდა გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული მიზნებისთვის იბრძვის ან რაიმეს ღირსია.

საქართველო ევროპას შორდება: ბულგარეთმა გაგვანადგურა – შანსი ჯერ მაინც გვრჩება

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ბულგარეთის ნაკრებში ყველაზე შედეგიანმა კალათბურთელმა და ჩვენი გუნდის ვეტერანმა.

დი ბოსტი:
„ძალიან მაგარ გუნდს მოვუგეთ. საოცრად ვითამაშეთ. გვჯეროდა, რომ შეგვეძლო ისეთი ძლიერი გუნდის დამარცხება, როგორიც საქართველოა. ჯერ კიდევ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი და ხვალ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“.

გიორგი ცინცაძე:
„ბოდიში გულშემატკივარს. ისინი ამას არ იმსახურებდნენ. საშინელი თამაში ვაჩვენეთ. ხვალ ვეცდებით მაქსიმუმი დავდოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ევროპას შორდება: ბულგარეთმა გაგვანადგურა – შანსი ჯერ მაინც გვრჩება

ბრძოლაში, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. ხორვატიამ 15:5 გაილაღა