ჟურნალ France Football-ის მთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პსჟ-ს თავდამსხმელ ლეო მესის შეატყობინეს „ოქროს ბურთის“ მეშვიდედ მოგების თაობაზე.
„ეს სისულელეა, რასაც ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ. დიდი ბლეფი“, – მოყავს ფერეს სიტყვები ActuFoot-ს.
გასულ სეზონში 32 წლის არგენტინელმა კოპა ამერიკა მოიგო, ასევე ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა „ბარსას“ რიგებში გატანილი 30 გოლით.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია პარიზში 29 ნოემბერს გაიმართება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings