in ,

ბიჭებმა ოლეს უჯიგრეს, საჩუქარი ჩელსის – X ტური

“მანჩესტერის” ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ თავიანთ მწვრთნელს, სულშერს უჯიგრეს და ლონდონში “ტოტენჰემი” 3:0 დაამარცხეს. ამით ნორვეგიელიც გადარჩინეს (ცოტა ხნით მაინც), ხასიათიც გამოიკეთეს და იმედიანადაც განეწყვნენ, რომ რაღაც თავადაც შეუძლიათ, თორემ ამდენი მოუგებელი თამაშით თავდაჯერება იკარგება ხოლმე. ივარგეს ბებრებმა – რონალდომ და კავანიმ.

რონალდომ დროგბას რეკორდი გაიმეორა და სხვებიც დაამყარა

“არსენალი” აშაყირე და არ დადგა თვალსა და ხელს შუა გუნდი. ახლაც სტუმრად კერკეტ “ლესტერთან” დასაწყისშვე მოათავა საქმე, ორჯერ გაუტანა და წაუგებელ სვლასაც განაგრძობს და მოგებებსაც იწერს აქტივში. “მეთოფეებს” “მანჩესტერივით” ქულები აქვთ და 1-ით მეტი, ვიდრე გაყოყოჩებულ “ბრაიტონს”.

ვითომ წინა ტურში გატყდა “ბრაიტონი”, როდესაც “სიტიმ” ულაპარაკოდ აჯობა, მაგრამ ფრთამოტეხილი რომ გვეგონა “თოლია”, “ენფილდზე” ისეთი წამოფრინდა, ბოლოს კინაღამ სულაც გამარჯვებული წავიდა. მერსისაიდელებმა პირველ ტაიმში ორჯერ გაიტანეს და თითქოს მორიგი სამი ქულა გაინაღდეს, მაგრამ თამაში ისე წავიდა, რომ ლივერპულელებს გოლები არ ჩაუთვალეს (VAR-მაც), ხოლო მერე მესამე ბურთი სტუმრებსაც გააუქმეს. მართალია, “ლივერპული” არ აგებს, მაგრამ ფრეებს დაეჩვია და ბოლო 5 მატჩში 3 ყაიმი იმას ნიშნავს, რომ 6 ქულა გაუშვა ხელიდან. ეს კი ამხელა კონკურენციის პირობებში ცოტა არ არის.

This image has an empty alt attribute; its file name is 617d7a8ca01aa.image_-1024x683.jpg

“ლივერპულის” და რაღაც საქმე რომ ვერ წაუვიდა იმ “სიტის” ფეხის დასცდენით ისარგებლა “ჩელსიმ”, რომელმაც ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო, პირველ ადგილზეა და მძლავრადაც გამოიყურება.

ბარემ ანონსიც: მომდევნო ტურში, ოთხეულის “ვესტ ჰემი” “ლივერპულს” მასპინძლობს, მაგრამ ყურადღება მანჩესტერისკენ იქნება – “იუნაიტედი” დერბიში “სიტის” მიიღებს.

This image has an empty alt attribute; its file name is 121276533_gettyimages-1350201407.jpg

„მანჩესტერმა“ ბოლო 5 მატჩში პირველად მოიგო.

რონალდომ 11 გოლი გაუტანა „ტოტენჰემს“, ყველაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ინგლისურ გუნდს.

რონალდომ ბოლო 5 შეხვედრაში პირველად გაიტანა, მას ჩემპიონატში 4 გოლი აქვს 7 მატჩში.

რონალდომ მე-11 გაიტანა 40+ გოლი კლუბსა და ნაკრებში ერთ წლის განმავლობაში.

რონალდო: “ერთი დღე გაქებენ, მეორე დღეს – განავალს გიწოდებენ. კრიტიკა არ მაღელვებს“.

კლოპი: „ეს ფრე წაგების ტოლფასია. „ლივერპულის“ ორი ულამაზესი გოლი გააუქმეს“.

„სიტიმ“ შეწყვიტა 8-მატჩიანი წაუგებელი სერია.

გვარდიოლა: „ბევრი რამ ვერ აეწყო“.

ჟორჟინიო გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც მოახერხა პენალტიდან ზედიზედ 10 გოლის გატანა.

პრემიერლიგა – X ტური

ლესტერი – არსენალი 0:2
უოტფორდი – საუთჰემპტონი 0:1
ნიუკასლი – ჩელსი 0:3
სიტი – კრისტალ პალასი 0:2
ლივერპული – ბრაიტონი 2:2
ბარნლი – ბრენტფორდი 3:1
ტოტენჰემი – მანჩესტერი 0:3
ნორვიჩი – ლიდსი 1:2
ასტონ ვილა – ვესტ ჰემი 1:4

1 ნოემბერი
ვულვერჰემპტონი – ევერტონი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგად არის მომზადებული, ერთ კვირაში კი უნარებში გამოცდა აქვს – X ტური

რომი მილანს ვერ უქაჩავს, ზლატანს 400 აქვს, ბებერი ქალბატონი კი გამოკეტეს – XI ტური