გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და კარგი შეხვედრაც ჩაატარა.
რეგულარული სეზონის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “ნიუ ორლეან პელიკანს” დაუპირისპირდა და 113:117 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეზე თითქმის 22 წუთი (21:54) გაატარა და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
“პეისერსმა” მიმდინარე სეზონში 31-ე მარცხი განიცადა და 17-31-ზე ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას “ინდიანა” 27 იანვარს “შარლოტ ჰორნეთსის” წინააღმდეგ გამართავს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings