NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “ჰიუსტონ როკეტსს” დაუპირისპირდა და 121:118 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 26:14 წუთი გაატარა და კარიერის შეხვედრა ჰქონდა. გოგამ 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. იგი მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე -MVP გახდა.
გოგასთვის აქამდე ამერიკულ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი 20 ქულა იყო, რომელიც მან “ვაშინგტონ ვიზარდსთან” წაგებულ მატჩში ჩააგდო.
“ინდიანა პეისერსს” 24 მოგება და 47 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings