in

ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე სტაგნაციას განიცდის და ალბათ იანვარში გუნდს დატოვებს

ANTWERP, BELGIUM - OCTOBER 3: Giorgi Chakvetadze of KAA Gent during the Jupiler Pro League match between Royal Antwerp FC and KAA Gent at Bosuil on October 3, 2021 in Antwerp, Belgium (Photo by Jeroen Meuwsen/BSR Agency/Getty Images)

საქართველოს ნაკრების და ბელგიური “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ალბათობით იანვარში გუნდს შეიცვლის. ბეგლიური გამოცემა წერს, რომ მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის, ხშირად გუნდის სამატჩო განაცხადშიც კი, ვერ ხვდება.

ბელგიურმა Voetbalnieuws-მა იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას “ბუფალოს” გეგმებზე ისაუბრა და ის 4 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორისაც 22 წლის ქართველი ნახევარმცველიც მოხვდა.

“იანვარში “გენტის” რიგებს უდიდესი ალბათობით ალეკსანდერ დე ბრუინი, ჯორდან ბოტაკა, ილომბე მბიო და გიორგი ჩაკვეტაძე დატოვებენ. ბოტაკა და დე ბრუინი B გუნდში არიან და მთელი სეზონია, მთავარ გუნდთან ერთად არც ვარჯიშობენ. ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელის დარწმუნებას იშვიათად ახერხებდა. დიდი ხნის განმავლობაში მას უზარმაზარ ტალანტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ბევრი ტრავმის შემდეგ ქართველმა სტაგნაცია განიცადა.”-წერს ბელგიური გამოცემა

ჩაკვეტაძემ 7 ნოემბრის შემდეგ ერთადერთხელ იყო სამატჩო განაცხადში, კონფერენსლიგაზე ესტონურ “ფლორასთან”, როცა მოედანზე 70 წუთი გაატარა. დანარჩენ შემთხვევაში თამაშის შანსი არ მისცემია, მათ შორის ბელგიის ჟუპილერ ლიგის ბოლო 7 მატჩში.

22 წლის ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის გენტის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0