in

ბეილი იტანს და ფეხბურთიდან მიდის, რონალდო ზაფხულში დაილაპარაკებს, მბაპე აიცრა – ამბები მოკლედ

გარეთ ბეილი პრემიერლიგაში ყოველ 83 წუთში იტანდა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში.

გარეთ ბეილი ევრო 2020-ის შემდეგ შეიძლება ფეხბურთიდან წავიდეს და „რეალთან“ კონტრაქტიც გაწყვიტოს. ის ზეწოლისა და მოთხოვნებისგან დაიღალა.

ლაპორტამ კუმანთან და მის აგენტთან კლუბში მწვრთნელის მომავალი განიხილა. შეხვედრამ ნახევარი საათი გასტანა.

ტერ შტეგენს „ბარსელონაში“ დარჩენა სურს. დორტმუნდელებს მასზე პრეტენზია არ აქვთ.

სერხიო აგუეროს ხელფასი „ბარსელონაში“ 2-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე „სიტიში“. გარიგებაში ბონუსებიც შევიდა.

ანტონიო კონტე „ინტერიდან“ წასვლაზე ფიქრობს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო.

რაფაელ ვარანის წასვლა „რეალიდან“ ფაქტობრივად გარდაუვალია. კლუბს ფრანგის სანაცვლოდ 60 მლნ ევროზე მეტი უნდა.

ზიდანის „რეალიდან“ წასვლაზე მომდევნო კვირაში იტყვიან. მას ალეგრი შეცვლის (COPE).

„იუვენტუსს“ პირლოს წასვლის შემთხვევაში ალეგროს დაბრუნება სურს. თავად მწვრთნელის პრიორიტეტი „რეალია“.

კლოპი, არტეტა, ბიელსა და მოიესი პრემიერლიგის მაისის საუკეთესო მწვრთნეოლბის პრეტენდენტები არიან.

ბეილი, ალისონი, პეპე, მანე, უილოკი – პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელობაზე აცხადებენ პრეტენზიას.

პსჟ და „ატლეტიკო“ მუკიელეს აკვირდებიან. „ლაიპციგის“ მცველი 30 მლნ ევროდ არის შეფასებული.

მწვრთნელი გალტიე „ლილიდან“ მიდის. მის ხელში გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

კილიან მბაპემ ვაქცინა გაიკეთა.

„რომამ“ იჯარით შესაძლოა აზარი აიყვანოს „რეალიდან“. მადრიდელები ხელფასის ნაწილს აანაზღაურებენ (Calciomercato).

ჯენარო გატუზო „ფიორენტინას“ მწვრთნელი გახდა.

„ვერონას“ მწვრთნელმა იურიჩმა „ტორინო“ ჩაიბარა.

„ვულვერჰემპტონი“ 35 მლნ ფუნტად გაყიდის პორტუგალიელ ნევეშს.

„ლივერპული“ 40 მლნ ფუნტად გამოისყიდის კონატეს „ლაიპციგიდან“.

დე ლიგტი ნანობს „იუვენტუსში“ გადასვლას.მას „ბარელონაში“ სურს.

რონალდო „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებებს ზაფხულში გამართავს. მისი მომავალი დამოკიდებულია დარჩებიან თუ რა გუნდში პირლო და პარატიჩი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

93:20 – სიტის ახალ ფორმაზე წარწერაა: აგუეროს ოქროს გოლის გამო

კაპიტანს კაპიტანი შეცვლის: დინამოს ცხადაძე გაწვრთნის