“როლან გაროსის” მეორე წრე გადაულახავი ბარიერი გამოდგა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, არადა ქართველ ჩოგბურთელს წილისწყრით იდეალური ბადე დაუჯდა და შეეძლო მინიმუმ მეოთხე ეტაპზე მაინც გასულიყო.
ბასილაშვილმა ესპანელ პაბლო ალკარაზს, რომელიც რეიტინგის 97-ე ნომერია ვერაფერი მოუხერხა და სამ სეტში – 4:6, 2:6, 4:6 წააგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზე თითქოს დუნედ გამოიყურებოდა და არაერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ალკარაზი იდეალურად თამაშობდა.
მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე იან ლენარდ-შტრუფი იქნება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings