in

ბასილაშვილმა როლან გაროსი მოგებით დაიწყო

საფრანგეთის ღია პირველობის (როლან გაროსი) პირველ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუშან ლაიოვიჩს შეხვდა და მეტოქე ოთხ სეტში, 6:4, 6:3, 0-6, 6:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზისთვის სერბი ჩოგბურთელი კარგად ნაცნობი მეტოქეა. აქამდე ისინი ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ოთხი ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის პირველი სეტი, ძალიან ჰგავდა ბელგრადის ტურნირზე, ანდრეი მარტინის წინააღმდეგ ნათამაშებ მეორე სეტს. ლაიოვიჩი ნიკოლოზს 1-4 ამარცხებდა და ერთი შეხედვით, სეტი განწირულად მოსჩანდა, მაგრამ ბასილაშვილმა ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება მოახერხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი გეიმი მეორე სეტშიც დათმო, რის შემდეგაც მან ზედიზედ სამი გეიმის მოგება მოახერხა და ჰანდიკაპიც მოიპოვა. საბოლოოდ კი, ნიკოლოზმა ანგარიში 6:3 წაიყვანა. პირველი გეიმის შემდეგ, ბასილაშვილი მეორე სეტში მდევრის როლში არ ყოფილა.

მესამე სეტი ნიკოლოზმა ჩააგდო. ქართველმა ჩოგბურთელმა, მეტოქეს ერთი გეიმიც ვერ მოუგო და უშანსოდ, 0:6 დათმო.

მეოთხე სეტი ბასილაშვილმა საკმაოდ კარგად დაიწყო. ნიკოლოზი ორი გეიმით წინ გაიჭრა. ჩაგდებული მესამე სეტის შემდეგ, ამჯერად უკვე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ამასთან მეტოქესთან მუდმივად წინ იყო. საბოლოოდ კი, ქართველმა ჩოგბურთელმა ლაიოვიჩს სეტი 6-2 მოუგო და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ბერიძე: მოტივაცია გვაქვს და ორივე შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩატარდება