ამ წუტებში საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები atp cup-ზე მესამე შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ მართავს. პირველ შეხვედრაში სანდრო მეტრეველმა მარცხი განიცადა.
მეორე შეხვედრაში კი, კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი და სტეფანოს ციციპასი შეხვდნენ ერთმანეთს.
პირველი სეტის მიმდინარეობისას, როდესაც ბერძნე ჩოგბურთელს სეტის ანგარიში 4:1-ზე მიყავდა, ნიკამ თავი შეუძლოდ იგრძნო და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შესაბამისად, გამარჯვება ციციპასს ჩაეთვალა.
შეგახსენებთ, ნიკამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც ჰურბერტ ჰურკაჩთან ითამაშა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ამ წუთებში, წყვილთა მატჩში ერთმანეთს მეტრეველი-ბაკში და პერვოლარაკის-სტეფანოს ციციპასი უპირისპირდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings