„ბარსელონამ“ 2022/23 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა.
კომპლექტი, რომელიც Nike-მა მოამზადა, მუქ ლურჯ, ცისფერ და ბროწეულის ფერებშია გადაწყვეტილი. „ბარსას“ სატიტულო სპონსორი შეეცვალა – მომდევნო სეზონიდან მკერდზე განთავსდება მუსიკალური სერვისის Spotify ლოგო.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture654-1024x641.jpg)
ეს ფორმა ეძღვნება ბარსელონაში გამართულ 1992 წლის ოლიმპიადის 30 წლის იუბილეს.
კლუბის პრეს-სამსახური წერს, რომ კომპლექტი ბარსელონა 1992-ის სულს ასახავს, ხოლო დიზაინში გამოყენებული გრაფიკული ელემენტები ჰგავს ოლიმპიადისთვის გამოშვებულ პლაკატებზე გამოყენებულ დეტალებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture-4.jpg)
ზურგზე დაიტანება დევნილების საკითხებში გაეროს უზენაესი კომისრის განყოფილების ლოგოტიპი.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture5656-1024x628.jpg)
ამასობაში „ბარსელონას“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად პედრი დასახელდა.
19 წლის ბიჭმა გულშემატკივრების გამოკითხვაში გაიმარჯვა, რომელაც ხმების 30,67% მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა რონალდ არაუხო (27,11%), მესამეზე – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (7,29%).
პედრიმ გასულ სეზონში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მისცა.
GIPHY App Key not set. Please check settings