შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის 1/16 ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართება.
1/16 ფინალებში ევროპა ლიგის ჯგუფების მეორე ადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების მესამე ადგილოსნები მიიღებენ მონაწილეობას და 1/8 ფინალისტებს გაარკვევენ.
ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ერთი გამორჩეული წყვილიც დაჯდა. მარადონას ორი ყოფილი გუნდი – კატალონიის “ბარსელონა” “ნაპოლის” დაუპირისპირდება.
ევროპა ლიგაზე 1/16 ფინალისტები შემდეგნაირად დაწყვილდნენ
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
სევილია – დინამო ზაგრები
ატალანტა – ოლიმპიაკოსი
ლაიპციგი – რეალ სოსიედადი
ბარსელონა – ნაპოლი
ზენიტი – ბეტისი
დორტმუნდი – რეინჯერსი
შერიფი – ბრაგა
პორტო – ლაციო
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/uel_-_last_16_all_ties_02_-_twitter.jpg)
რაც შეეხება კონფერენს ლიგას. ევროპული საკლუბო ფეხბურთის რანგით მესამე ტურნირზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.
მარსელი – ყარაბაღი
პსვ – მაკაბი თელ ავივი
ფენერბაჰჩე – სლავია
მიდტიულანდი – პაოკი
ლესტერი – რანდერსი
სელტიკი – ბოდო გლიმტი
სპარტა – პარტიზანი
რაპიდი – ტოტენჰემი/ვიტესი
ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 17 თებერვალს, განმეორებითი 24 თებერვალს გაიმართება. 1/8 ფინალების წილისყრა კი, 25 თებერვალს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings