„სიტის“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს.
AS იტყობინება, რომ „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ჟოაო ლაპორტა ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა თავისუფალი აგენტის უფლებებით კატალონიაში გადაბარგებაზე. 32 წლის არგენტინელთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.
წინასწარი კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, რადგან ლაპორტას ოფიციალურად არ მიუღია კლუბის პრეზიდენტის უფლებამოსილება.
„სიტიში“ აგუერო 2011 წლიდან გამოდის. მისი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს იწურება.
„სიტის“ გულშემატკივრები აგუერიოს კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევენ.
გაგახსენებთ, სერხიო უკვე თამაშობდა ლა ლიგაში და ინგლისში წასვლამდე ის მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.
![This image has an empty alt attribute; its file name is 1b5f372bc7e78f17902ceb2ca5ea6979-1024x940.jpg](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/1b5f372bc7e78f17902ceb2ca5ea6979-1024x940.jpg)
პრემიერლიგის ბოლო ტურში აგუერომ ამ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა („ფულჰემთან“ პენალტით). მან მხოლოდ მე-8 მატჩი ჩაატარა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings