in ,

ბაიერნს მარტო თავისი რეკორდები აინტერესებს – XI ტური

მთავარი მატჩი მიუნხენში გაიმართა, ლიდერი “ბაიერნი” წაუგებელ “ფრაიბურგს” შეხვდა და გორეცკას (30-ე წთ) და ლევანდოვსკის (75 წთ) გოლებით 2:1 მოიგო. ამით მთავარმა ფავორიტმა უახლოეს მდევართან სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა (28 ქულა), რადგან ბოლო 4 მატჩის მომგებმა დორტმუნდის “ბორუსიამ” ასევე 1:2 დათმო გასვლაზე “ლაიპციგთან” (გოლები: ნკუნკუ, პოულსენი და როისი). თავად “ფრაიბურგს” კი “რეკორდმაისტერი” 6 ქულით დაუსხლტდა.

This image has an empty alt attribute; its file name is 5e2d8f6bbb4e8f7d53d0700f1c647680f2316770-1024x576.jpeg

გამოსწორების გზას დაადგა და ოთხეულში დაბრუნდა მწვრთნელგამოცვლილი “ვოლფსბურგი” (19 ქულა), რომელმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. მისი გადასწრება ლევერკუზენის “ბაიერს” შეეძლო, მაგრამ ფარმაცევტები აგერ უკვე ზედიზედ 4 მატჩია ვერ იგებენ და ამიტომაც ამოვარდნენ კვარტეტიდან, თუმცა შორსაც არ არიან (18 ქულა). ისე, საინტერესოა, რომ ლევერკუზენელებს სტუმრად მატჩი არ წაუგიათ.

აღსანიშნავია, რომ პირველად მოიგო “არმინიამ”, რომელმაც ცუდ ფორმაში მყოფი “შტუტგარტი” მისავე მოედანზე დაამარცხა.

This image has an empty alt attribute; its file name is csm_211106-wobfca-7-bornauw-vfl-wolfsburg_f418b5918b-1024x576.jpg

„ბაიერნმა“ 2021 წელს ჩემპიონატში 100 გოლი გაიტანა – ყველაზე მეტი ტოპ 5 ლიგაში. „სიტის“ და „ატალანტას“ 84 გოლი აქვთ.

„ბაიერნმა“ 100 გოლი შეაგდო 2021 წლის ბუნდესლიგაში. ამაზე მეტი მარტო „კიოლნს“ გაუტანია – 101 გოლი 1077 წელს.

„ბაიერნმა“ ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო ჩემპიონატში, საერთო ანგარიშია – 16:4.

ლევანდოვსკის 23 გოლი დაუგროვდა სეზონის 17 მატჩში „ბაიერნის“ რიგებში.

ლევანდოვსკის 2021 წელს 60 გოლი აქვს, რონალდოს – 42, მესის – 40.

“ლაიპციგი” 7 ტურია არ მარცხდება და შინ 4-მატჩიანი მოგება აქვს.

“ლაიპციგის” პოულსენმა პირველად გაიტანა ზედიზედ სამ მატჩში.

მარკო როისმა 102-ე გოლი გაიტანა “ბორუსიაში” და ამით შვეიცარიელ შტეფან შაპუიზას გაუთანაბრდა.

შეწყდა დორტმუნდის „ბორუსიას“ ბუნდესლიგაში ზედიზედ 4-მატჩიანი მოგებათა სერია.

ბუნდესლიგა – XI ტური

მაინცი – გლადბახი 1:1
ვოლფსბურგი – აუგსბურგი 1:0
შტუტგარტი – არმინია 0:1
ბოხუმი – ჰოფენჰაიმი 2:0
ბაიერნი – ფრაიბურგი 2:1
ლაიპციგი – დორტმუნდი 2:1
ჰერტა – ლევერკუზენი 1:1
კიოლნი – უნიონი 2:2
ფიურტი – აინტრახტი 1:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: მამარდაშვილს ორი თვეა არ უთამაშია და უთამაშებელი მეკარის გამოძახება იმიჯისთვის ცუდი იყო

მტკივა: ლივერპულს პირველად ჩაქუჩებისგან მოხვდა – XI ტური