in ,

ბაიერნმა 2-იანი ჩაიწერა და რეკორდამდე 1 გოლი დააკლდა – XII ტური

როდესაც გერმანიაში “ბაიერნი” აგებს, სხვა რაც არ უნდა მოხდეს, მთავარი მოვლენა მაინც ესაა, მით უმეტეს ერთ-ერთ აუტსაიდერთან. ლევანდოვსკიმ პირველსავე ტაიმში შეამცირა სხვაობა, ლიდერს მთელი მეორე ტაიმი ჰქონდა წინ, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა და წაგებების ცხრილში 2-იანი ჩაიწერა.

ამის გამო დორტმუნდის “ბორუსია” ერთ ქულაში მიუახლოვდა, თუმცა მასაც გაუჭირდა 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე “შტუტგარტთან” და ბოლოსკენ გატეხა მეტოქე.

“ფრაიბურგმა” ზედიზედ მეორედ წააგო. თუ “ბაიერნთან” გასვლაზე წაგებაზე არავინ არაფერს ეტყვის, ახლა არ ცოტა მოულოდნელი იყო, თუმცა გუნდი დარჩა მესამე ადგილზე. “აინტრახტმა” კი ზედიზედ მეორედ მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

“ფიურტი” წაგებებს განაგრძობს, აი “არმინიამ” კი ბოლო 2 ტურში 4 ქულა აიღო და რადგან “შტუტგარტს” წაგებები დასჩემდა, ახლა სხვაობა მათ შორის 1 ქულაა, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა.

აღვნიშნოთ ისიც, რომ “ლაიპციგი“ სამ უახლოეს საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ითამაშებს კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ზომებთან დაკავშირებით.

ტომას მიულერმა მე-600 მატჩი ჩაატარა „ბაიერნში“. მინდვრის მოთამაშეებს შორის ეს ყველაზე მეტია.

მიულერს 2021 წელს, ჩემპიონატის მატჩებში 20 ასისტი აქვს. მან ბოლო 14 წლის განმავლობაში, ტოპ 5 ჩემპიონატებში დი მარიასა და იოზილის რეკორდები გაიმეორა.

ნაგელსმანი: „როდესაც შეტევაში თამაში არ გამოდის, დაცვაში უფრო საიმედოდ უნდა ითამაშო“.

“ბაიერნმა” შეწყვიტა 4-მატჩიანი მოგებების სერია და ასევე ჰასვლაზე 6-მატჩიანი მოგებათა სერია.

“ბაიერნმა” ზედიზედ მე-9 საგარეო მატჩში ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

რობერტ ლევანდოვსკის უფრო მეტი გოლი (14) აქვს ამ სეზონში გატანილი, ვიდრე მთლიანად “აუგსბურგს” (11).

“ბაიერნს” 2021 წელს ჩემპიონატშიო 101 გოლი დაუგროვდა. ეს არის 1977 წლის “კიოლნის” რეკორდის გამეორება.

“ლაიპციგს” 18-დან 15 ქულა შინ აქვს აღებული, გასვლაზე კი 9 მატჩია არ მოუგია.

მარკო როზეს მწვრთნელობისას დორტმუნდის “ბორუსიას” შინ არ წაუგია. მეტიც, გუნდს შნ ზედიზედ 11 მატჩი აქვს მოგებული.

ბუნდესლიგა – XII ტური

აუგსბურგი – ბაიერნი 2:1
ჰოფენჰაიმი – ლაიპციგი 2:0
დორტმუნდი – შტუტგარტი 2:1
ლევერკუზენი – ბოხუმი 1:0
გლადბახი – ფიურტი 4:0
არმინია – ვოლფსბურგი 2:2
უნიონი – ჰერტა 2:0
ფრაიბურგი – აინტრახტი 0:2
მაინცი – კიოლნი 1:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყატარში ბოლო სტადიონის მშენებლობაც დასრულდა

დღე უკანასკნელი, დღე პირველი – XII ტური