in ,

ბაიერნი ჩემპიონი გახდება და იულიან ახალგაზრდა – XV ტური

“ბაიერნი” შემოდგომის ჩემპიონია. ეს ჯერ კიდევ წინა ტურში უშუალო კონკურენტის დამარცხების შემდეგ გაირკვა, ახლა კი ოფიციალურად. მიუნხელენელი ამ ჩემპიონატსაც მოიგებენ, ამის ყველა წინაპირობადა სტატისტიკა არსებობს. ამაში ხელი “ბორუსიამაც” შეუწყო, რომელმაც ქულები დაკარგა, მეტიც, წაგებას ბოლოსკენ გადაურჩა ბრანდტის გოლით.

This image has an empty alt attribute; its file name is 20211212112200220.jpg

მაგარ ფორმაში შევიდა “ჰოფენჰაიმი”, ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და ოთხეულშიც კი შეძვრა, თან ეს იმის გამო, რომ უშუალო კონკურენტ “ფრაიბურგს” მოუგო.

საპირისპიროდ ცუდია გლადბახის “ბორუსია”, ეს გუნდი ბოლო 3 თამაშია დიდი ანგარიშით აგებს.

და კიდევ, წყალწაღებულმა “ფიურტმა” პირველი თამაში მოიგო, თუმცა ეს დასარჩენად ალბათ მაინც არ ეყოფა.

“ბაიერნი” 24-ედ გახდა შემოდგომის ჩემპიონი. წინა 23-ვე შემთხვევიდან 23-ჯერ იჩემპიონა.

ნაგელსმანი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატში 100 მატჩი მოიგო – ამისთვის 199 მატჩი გახდა საჭირო.

“ბაიერნმა” ზედიზედ მესამედ მოიგო, ამასთან შინ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა.

“ბაიერნმა” ზედიზედ 62-ე მატჩში გაიტანა. ეს სერია 2020 წლის თებერვალში დაიწყო.

რობერტ ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა და ეს ამ სეზონში მეოთხე ასეთი შემთხვევააა.

დორტმუნდის “ბორუსიამ” პირველად ითამაშა ფრედ გასვლაზე.

ლევერკუზენის “ბაიერი” 7 მატჩი არ აგებდა სტუმრად და ეს სერია ახლა შეწყდა.

“ბაიერის” თავდამსხმელმა პატრიკ შიკმა 14 გოლი გაიტანა 15 მატჩში, ასეთი შედეგი ლევერკუზენელთაგან არასოდეს არავის არ ჰქონია.

შიკის პენალტი მე-5000 იყო ბუნდესლიგაში. ამასთან, ის მე-1000 ფეხბურთელია, ვისაც გერმანიაში პენალტი აქვს გატანილი.

ბუნდესლიგა – XV ტური

ვოლფსბურგი – შტუტგარტი 0:2
ბაიერნი – მაინცი 2:1
ბოხუმი – დორტმუნდი 1:1
ფრაიბურგი – ჰოფენჰაიმი 1:2
ჰერტა – არმინია 2:0
ლაიპციგი – გლადბახი 4:1
კიოლნი – აუგსბურგი 0:2
ფიურტი – უნიონი 1:0
აინტრახტი – ლევერკუზენი 5:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაქქოუს და კარტერის გვერდით: მამუკა გორგოძე ყველა დროის საუკეთესო 15-ეულში

იანისის სამმაგი დუბლი: მამუკელაშვილმა მხოლოდ 46 წამი ითამაშა