in

ბაიერნი ფიქრობს: დატოვოს როგორც არის თუ მომავალზე იფიქროს და მამარდაშვილი აიყვანოს

რა ხდება მამარდაშვილის ამბავზე? სიახლე არ არის, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ სერიოზულად ფიქრობს ახალგაზრდა ქართველის გადაბირებაზე, მით უმეტეს, რომ მისი ძირითადი მეკარე უკვე ასაკშია და მას სამომავლოდ შემცვლელი სჭირდება. ამასთან, ადვილი მისახვედრია, რომ „ბაიერნს“ მარტო ერთი ვარიანტი არ ექნება. რა ვითარებაა ამჟამად?

„ბაიერნს“ გადასაწყვეტი აქვს ერთი საკითხი: დაიტოვოს იჯარით მიყვანილი იან ზომერი თუ გაუშვას და მამარდაშვილი იყიდოს გრძელვადიანი პერსპექტივით.
გასაკვირი არც ისაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობაში ორივე ვარიანტს თავისი მომხრე ჰყავს. არადა, გადაწყვეტილება მალევეა მისაღები, რადგან ზომერს „ინტერი“ ითხოვს, რომელმაც თავისი მეკარე ონანა „მანჩესტერს“ მიჰყიდა. „ინტერს“ უგო ლორისის ვარიანტიც ჰქონია, თუმცა ვეტერან ფრანგს საუდის არაბეთიდან აქვს ფულიანი წინადადებები და ასეთ ასაკში დიდი შანსია ცოტა ფულის მოქუჩებაზე უფრო იფიქროს.
მილანური კლუბის კიდევ ერთი ვარიანტი უკრაინელი მეკარე ანატოლი ტრუბინია.

ბარემ ვთქვათ ისიც, რაც უკვე ვიცოდით: „ბაიერნმა“ „ნაპოლისგან“ 50 მილიონად ოფიციალურად გამოისყიდა კორეელი მცველი კიმ მინ ჯე. მიუნხენელები აპირებენ კიდევ ერთი მცველი აიყვანონ, საუბარია „სიტის“ კაილ უოკერზე (15 მილიონი, პლუს ბონუსები). ბავარიელები ამიტომაც ორჭოფობენ მამარდაშვილზე, რომ კიდევ არ გაიღონ ხარჯები და უკვე არსებულ ვარიანტს დასჯერდნენ. ისე, ზომერიც აღარ არის ახალგაზრდა, შვეიცარიელი მეკარე უკვე 35 წლისაა.

37 წლის ნოიერის დაბრუნება კი ჭიანურდება, მან ნოემბერში ფეხი მოიტეხა, ვარჯიში კი ჯერაც არ დაუწყია და არ არის გამორიცხუკლი, რომ თავის დაზღვევის მიზნით მისი თამაში არ დააჩქარონ. თუმცა, დაბრუნების შემდეგ პირველი მეკარე სწორედ ის იქნება.

ისე, გიორგისთვის ნეტავ რა აჯობებს? “ბაიერნი” ძალიან მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა რამდენად არგებს მეკარეს, რომელიც მუდმივად თამაშობს ლა ლიგაში, რთული სათქმელია. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა თუნდაც ერთი სეზონის შემდეგ ამ დიდი კლუბის პირველი მეკარე გახდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ უნდა გავიქცეთ დინამოდან, ჭკვიანური ნაბიჯი უნდა გადავდგათ… გელაშვილზეც დამიკავშდირდნენ… გვინდა ნიკა გაგნიძისთვისაც კარგი გუნდი ვიპოვოთ…

ქალთა ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელებთან იწვა: ეს ნორმაა – გოგონებს ემუქრებოდნენ