in ,

ბაიერნი ისევ თავის ადგილს მიუჩენს დორტმუნდს?

ბუნდესლიგაში დერ კლასიკაა – მიუნხენის „ბაიერნი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ მასპინძლობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დორტმუნდელთა საქმეები ისე ვერ მიდის, როგორც ამ გუნდის ქომაგებს გაუხარდებოდათ, თორემ ამ შეხვედრას მეტი ინტრიგა ექნებოდა. თუმცა „ბორუსიას“ მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს, მოტივაციაც დიდია, რადგან ოთხეულისთვის ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება.

„ბაიერნი“ ლიდერია, მაგრამ ისე კომფორტულად ვეღარ გრძნობს თავს, როგორც თუნდაც ერთი თვის წინ. მიუნხენელებმა ერთბაშად 5 ქულა დაკარგეს და ახლა მდევარ „ლაიპციგთან“ სხვაობა სულ რაღაც 2 ქულაა.
თუმცა კრიზისზე საუბარი უადგილოა. „ლაციოს“ და „კიოლნის“ განადგურება ამის დასტურია.

ბოლო ორო მატჩი დორტმუნდელებსაც გამოუვიდათ. 7 გოლი („შალკესთან“ და „არმინიასთან“) ისე გაიტანეს, თავად არ გაუშვიათ და მე-4 ადგილს 3 ქულით ჩამორჩებიან. როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად გარდამტეხი „სევილიასთან“ ლიგაზე მოგებული თამაში გახდა.
„ბორუსიამ“ ბოლო თვეში მოუმატა, განსაკუთრებით დაცვაში. თუმცა ამას რა მნიშვნელობა ექნება „ბაიერნთან“,შაბათ საღამოს ვნახავთ.

ბუნდესლიგის ბოლო 5 მატჩში ორივე გუნდმა 10-10 ქულა მოაგროვა.

7 ნოემბერს დორტმუნდში გამართული თამაში „ბაიერნის“ გამარჯვებით დასრულდა – 3:2.

„ბორუსიას“ დააკლდებიან აკანჯი, შმელცერი, ვიტცელი, კითხვის ნიშნის ქვეშაა სანჩოს თამაში.

ბუქმეკერებისთვის ფავორიტი ცხადია „ბაიერნია“. მასპინძელთა გამარჯვებაზე 1.61 წერია, ფრე – 4.50 და „ბორუსიას“ წარმატება – 4.75.

ბაიერნმა მოგება გაიხსენა, ოთხეულისთვის ოთხნი იბრძვიან (23-ე ტური)

ბუნდესლიგა – 24-ე ტური

პარასკევი, 5 მარტი
შალკე – მაინცი

შაბათი, 6 მარტი
გლადბახი – ლევერკუზენი
ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი
ფრაიბურგი – ლაიპციგი
აინტრახტი – შტუტგარტი
ჰერტა – აუგსბურგი
ბაიერნი – დორტმუნდი

კვირა, 7 მარტი
კიოლნი – ვერდერი
არმინია – უნიონი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2020-დან შესაძლოა 3 ქალაქი ამოვარდეს: საფრთხის ქვეშ გლაზგო, დუბლინი და ბილბაო არიან

ვაკოზე ძალიან დამწყდა გული – მისი დონის ფეხბურთელი ევროპაში უნდა თამაშობდეს: აჩი არველაძე