in ,

ბათუმი ორ ფრონტზე იბრძვის:თასის ნახევარფინალისტები ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა და ნახევარფინალის ყველა წევრი გაირკვა.

გუშინდელმა მატჩებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა და ფავორიტებმა თავიანთი თამაშები მოიგეს. ყველაზე მეტად “საბურთალოს” გაუჭირდა. ხვიჩა შუბითიძის გუნდი საგარეჯოში “გარეჯს” ესტუმრა და ბოლო წუთზე იური ტაბატაძის ულამაზესი გოლით 2:1 იმარჯვა. ქობულეთის შუქურა თასის მოქმედ გამარჯვებულს “გაგრას” ეწვია და 2:1 მოიგო. ასევე, 2:1 ოღონდ, დამატებით დროში დაამაცხა წყალტუბოს “სამგურალმა” საფეხბურთო კლუბი “გორი”. ბოლო მატჩში კი, “ლოკომოტივმა” საგურამოს ბაზაზე ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ბათუმელთაგან გოლები ჯაბა ჯიღაურმა, გიორგი ფანცულაიამ და ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანეს. “ლოკოდან” ერთი ბურთი კი, თორნიკე კირკიტაძემ გაქვითა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პორტუს 19-წლამდელთა გუნდში აბუაშვილმა ითამაშა

რონალდო ყველაფერში კაცობს: კრიშტიანო და ჯორჯინა ტყუპებს ელოდებიან