in

ბათუმის დინამომ სენეგალის ნაკრების ფორვარდი დაიმატა: ჯერ ერთი წლით

ბათუმის “დინამო” სენეგალის ნაკრების ფეხბურთელიტ გაძლიერდა. ამის შესახებ თავად კლუბი იტყობინება:

“ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 29 წლის სენეგალელი თავდამსხმელი – მუსა კონატე დაიცავს.

ოფიციალური კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს”.

კონატე ბოლოს “სივასპორში” თამაშობდა, იქამდე კი “დიჟონის”, “ესპერანსეს”, “ამიენის”, “სიონის”, “ჯენოას”, “კრასნოდარისა” და თელ-ავივის “მაკაბის” ღირსებას იცავდა.

ის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს, 34 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც წაიყვანეს.

კონატემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო სენეგალის ნაკრების ყველა მატჩი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ ტურნირზე, სადაც მისი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, “ოლდ ტრაფორდზე” კი 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა ინგლისის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

“ტრანსფერმარკტი” ბათუმელთა ახალწვეულის ტრანსფერს 1.2 მილიონ ევროდ აფასებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომასთან ველოდებით: ხვიჩამ ვარჯიში დაიწყო და დასვენებაც არ გამოიყენა

რუსებს ევროპის მიღმა ტოვებენ: უეფა დისკვალიფიკაციას არ მოხსნის