in

რომასთან ველოდებით: ხვიჩამ ვარჯიში დაიწყო და დასვენებაც არ გამოიყენა

ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს დაუბრუნდა. გუშინ ჩვენიანი ტრენაჟორებზე დაიტვირთა, შემდეგ კი მოედანზეც გავიდა და ინდივიდუალურად ივარჯიშა.

მოსალოდნელია, რომ ხვიჩა მზად იქნება “რომასთან” მატჩისთვის, რომელიც ნეაპოლში 29 იანვრის საღამოს გაიმართება.

Repubblica წერს, რომ ორშაბათს ლუჩანო სპალეტიმ მთელ გუნდს დასვენების უფლება მისცა, თუმცა ხვიჩა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, სადაც ჟუან ჟეზუსთან და დიეგო დემესთან ერთად ივარჯიშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თავიდან წინ გავუშვით და მერე ვერ დავეწიეთ: ბოლო დინამოა

ბათუმის დინამომ სენეგალის ნაკრების ფორვარდი დაიმატა: ჯერ ერთი წლით