in , ,

აწმყო არ გვწყალობს და მომავალიც ბუნდოვნად მოჩანს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სულ ცოტა ხნის წინ, თავის ისტორიაში მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა. ჩვენმა ნაკრებმა კოსოვოსთან ჭამა სირცხვილი, შემდეგ ესპანეთთან ყოვლად უსახური ფეხბურთი აჩვენა და დესერტად ბულგარეთთან მარცხიც გვაჩუქა.

ესპანეთთან სტუმრად მარცხი რა გასაკვირია, მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ნდგურდებიან ხშირად ესპანეთში. თვალსაჩინო მაგალითი გერმანიაა, რომელიც გასულ წელს ესპანეთთან 6:0 დამარცხდა, თუმცა საქმე მხოლოდ ესპანეთთან მარცხში როდია… საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ცხრა წელია ვერ იგებს.

ბოლოს “ჯვაროსნებმა” თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ოქრიაშვილის გოლით ბელარუსი დაამარცხეს 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში.

მას შემდეგ 9 წელი გავიდა და საქართველოს ნაკრებს საშინელი სტატისტიკა აქვს: 16 მარცხი და 7 – ფრე. ამ 9 წლის განმავლობაში გამარჯვება მხოლოდ ოთხ ნაკრებს არ აქვს, ერთ–ერთი საქართველოა, დანარჩენი სამი კი, სან–მარინო, ლიხტენშტეინი და გიბრალტარი.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 5 ოფიციალური თამაში გამართა და 4 წააგო, გარდა ამისა 3 ამხანაგურ მატჩში 2 მარცხი და 1 მოგება რუმინეთში. გამოსარჩევი იყო თბილისში “დინამო არენაზე” გამართული მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ, როცა “ჯვაროსნები” ხვიჩა კვარაცხელიას გოლით იგებდნენ ,თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანი ოლმოს გოლით დამარცხდნენ. ყველაზე ცუდ შედეგად კი ისევ საქართველოში, მაგრამ ამჯერად ბათუმში ახალ სტადიონზე მარცხი შეგვიძლია ჩავთვალოთ: კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამარჯვება სწორედ ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ იზეიმა.

გარდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა, საქართველოს ნაკრებს 10 ოფიციალური მატჩია არ მოუგია. ბოლოს ჯვაროსნებმა 2020 წლის 8 ოქტომბერს ერთა ლიგის პლეი–ოფში ოქრიაშვილის გოლით ბელარუსი დაამარცხეს, მაგრამ ამჯერად ჩვენი მწვრთნელი ვაისი იყო.

სწორედ ვლადიმირ ვაისის პერიოდს უკავშირდება ერთა ლიგის ჯგუფის მოგება. ვაისის პერიოდს უკავშირდება ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების ბოლო გამარჯვება.  საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლებში მხოლოდ გიბრალტარის დამარცხება შეძლო.

“ეს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ მომდევნოს მოსამზადებლად” – ეს უკვე ტრადიციულად ქცეული ფრაზა მიმდინარე შესარჩევში ნაჩვენები საქართველოს ნაკრების უსახური თამაშის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა.

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო ერთპიროვნული ლიდერია: გოლებისა და მატჩების რეკორდი ლიგაზე

ბითაძე ტერნერის კარგი შემცვლელი იქნება: ამერიკული მედია