in

აქ ქულებისთვის ჩამოვედით: კვარაცხელიას მიუხედავად ნორვეგია მოგებას აპირებს

საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს იწყებს. მეტოქე ძალზე სერიოზულია. მართალია უჰოლანდო, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი ჩრდილოური, დისციპლინირებული და კარგი გუნდების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნორვეგია.

ნორვეგიელებმა ბათუმური მატჩის წინ ტრადიცული პრესკონფერენცია გამართეს.
მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა განაცხადა, რომ ესპანეთთან წაგების შემდეგ საქართველოსთან ქულებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

სტალე სოლბაკენი:

„24 წლის წინ რამდენჯერმე ვეთამაშე საქართველოს ნაკრებს და ერთ-ერთ მატჩში საუკეთესოდაც დამასახელეს. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს.
მიზანი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვებაა, თუმცა ვითვალისწინებ, რომ საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს. გუნდი სტაბილურად გამოდის, რაც შვედეთთან და ესპანეთთან დაამტკიცა.
ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მარტო შუეძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ჩვენ წინაშე იოლი ამოცანა არ დგას, მაგრამ აქ ქულების მოსაპოვებლად ჩამოვედით.
კარგ მატჩს ველოდები, ორივე გუნდი კონტრშეტევაზე სახიფათოა. რაც შეეხება ჰოლანის ტრავმას, ერთ მოთამაშეზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა იყო”.

ალექსანდერ სორლოტი (ნორვეგიის ნაკრებისა და „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელი):

„როდესაც სათამაშო დრო არ მაქვს, ეს ძალიან მოსაწყენია. ასე გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად თავს ვერ გრძნობ. ესპანეთთან მეორე ტაიმში შანსი მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენე.
საქართველოს წინააღმდეგაც ჰოლანდის გარეშე ვითამაშებთ. როცა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს კარგავ, ეს დიდი დანაკლისია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ბევრ გოლს იტანს. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ზედმეტად დამოკიდებული არ გავხდეთ დიდ მოთამაშეებზე, მაგრამ ახლა არჩევანი არ გვაქვს.
ეს იქნება მატჩი, სადაც ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ გამარჯვება გვსურს.
ქართველ გულშემატკივრებზე რაც მსმენია, შესანიშნავ საფეხბურთო გარემოს ველი”.

საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების მატჩი ბათუმის სტადიონზე 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო, ფოტო: დღეს ევროპა იწყება

გადაღლილი და უჰოლანდო ნორვეგია, სამაგიეროდ საქართველოს მომგები: რა არის ჩვენი უპირატესობა