in ,

ატლეტიკოს უკან ორი მონსტრია (27-ე ტური)

ლიდერმა “ატლეტიკომ” ისევ გაანიავა ქულები, “ხეტაფეს” ვერ აჯობა (0:0) და ამით მდევრებს დაწევის საშუალება მისცა. “რეალმა” კი ისარგებლა, მაგრამ კინაღამ თავადაც წაიტეხა კისერი – ბენზემამ გამარჯვების გოლი 90 წუთის მერე გაიტანა. “ბარსა” კი ამ საღამოს მასპინძლობს “უესკას”.
“ატლეტიკოს” 63 ქულა აქვს, “რეალს” – 57, ხოლო თუ დღეს “ბარსამ” მოიგო, 59 გაუხდება და “ატლეტიკოსთან” 4 ქულამდე შეამცირებს ჩამორჩენას.

„რეალი“ ზედიზედ 8 მატჩია არ აგებს – 6 მოგება და 2 ფრე.

„რეალმა“ გამარჯვება მსაჯის მიერ წამატებულ დროში პირველად მოიპოვა 2016 წლის შემდეგ.

სერხიო რამოსი „რეალს“ დაუბრუნდა. მან ტრავმის გამო თითქმის 2 თვე გამოტოვა.

სერხიო რამოსი მე-2 ადგილზე გადავიდა ლა ლიგაში მოგებების რაოდენობით, ის ყოფილ თანაგუნდელ იკერ კასილიასს დაეწია. უფრო მეტი გამარჯვება ლეო მესის აქვს მოპოვებული.

ლუკა მოდრიჩის ბოლო 5 ასისტით ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა, ფრანგი ზედიზედ 4 მატჩია გოლს იტანს.

ბენზემა დავიდ ვილიას დაეწია ლა ლიგის ბომბარდირებს შორის და მასთან ერთად მე-12 ადგილს იყოფს.

“ატლეტიკოს” “ხეტაფესთან” მატჩში ბურთის 72,7% ჰქონდა, ყველაზე მაღალი 2005/06 წლების სეზონის მერე (რაც ასეთი სტატისტიკა ითვლება).

ლა ლიგაში “ატლეტიკომ” “ხეტაფეს” ბოლო 17 მატჩში არ გაატანინა გოლი (15 მოგება, 2 ფრე). ეს რეკორდია.

დიეგო სიმეონე: „ჩვენს უკან ორი მონსტრია. „ბარსას“ და „რეალს“ იქ უნდათ ყოფნა, სადაც ჩვენ ვართ“.

2018/19 წლების სეზონიდან მოყოლებული ლა ლიგაში ყველაზე ხშირად ალან-რომეო ნიომს (ხეტაფე) აძევებენ – 4-ჯერ (ამდენივე გაძევება აქვთ: დაკონამს, რონკალიას და ლონგლეს).

ბილბაოს „ატლეტიკის“ ფორვარდმა ინიაკი უილიამსმა ლა ლიგაში ზედიზედ 184 მატჩი ითამაშა და „ბარსელონას“ ყოფილ მეკარეს სუბისარეტას დაეწია. რეკორდამდე 18 მატჩი დარჩა.

ჟერარდ მორენომ (“ვილიარეალი”) 34 წუთში ორი საგოლე პასი გააკეთა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მას მატჩში 2 ასისტი დაუგროვდა.

“სევილიამ” და “ბეტისმა” ლა ლიგაში მე-100 დერბი ითამაშეს. აქამდე “სევილიამ” 46 დერბი მოიგო, “ბეტისმა” – 30.

ლა ლიგა – 27-ე ტური

ლევანტე – ვალენსია 1:0
ალავესი – კადისი 1:1
რეალი -ელჩე 2:1
ოსასუნა – ვალიადოლიდი 0:0
ხეტაფე – ატლეტიკო 0:0
სელტა – ბილბაო 0:0
გრანადა – სოსიედადი 1:0
ეიბარი – ვილიარეალი 1:3
სევილია – ბეტისი 1:0

ორშაბათი, 15 მარტი
ბარსელონა – უესკა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ისტორიული მატჩი – 3 ავტოგოლი 19 წუთში

ლევანდოვსკი კი არა, მართლა ლევანგოლსკია (25-ე ტური)