in ,

ასეთი აქამდე არასდროს მომხდარა: სიმეონეს სამეული – XXXVIII ტური

ესპანეთის 91-ე ჩემპიონატის ბოლო ტური ცხრილის ზემო ნაწილში არაფერს წყვეტდა. გასარკვევი იყო კონფერენს ლიგის საგზურის მესაკუთრე და ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი “ვილიარეალი” გახდა, რომელმაც “ბარსას” მოუგო გასვლაზე, კონკურენტმა “ატლეტიკმა” კი წააგო და ევროარენაზე “ყვითელი წყალქვეშა ნავი” იქნება.

ინტრიგა ცხრილის დაბლა იყო, გასარკვევი რჩებოდა ვინ დატოვებდა უმაღლეს დივიზიონს. “გრანადამ” შინ ვერ მოახერხა უმოტივაციო “ესპანიოლის” დამარცხება და ამიტომაც გავარდა, თორემ გადარჩებოდა. თანაც 72-ე წუთზე მოლინამ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ თავისი მატჩები მოიგეს “მალიორკამ” და “კადისმა” და დარჩენით გაიხარეს.

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში 68 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია 2004 წლის შემდეგ. კატალონიელებს ყველა ტურნირზე 86 გოლი მოუგროვდათ, რაც ყველაზე ცოტა 2005 წლის შემდეგ.

„ბარსელონამ“ 2008 წლის შემდეგ პირველად წააგო შინ „ვილიარეალთან“. 11-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

კატალონიელებმა ბოლო ორ მატჩში ერთი გოლიც ვერ გაიტანეს.

ემერიმ „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ პირველად დაამარცხა 14 მატჩში. 13 წაგება ჰქონდა.

ჩავი: „ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, ტროფეისთვის რომ ვიბრძოლოთ“.

“ბეტისის” ხოაკინი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 600 მატჩი ითამაშა. პირველი “ბარსას” მეკარე ანდონი სუბისარეტაა (622 მატჩი).

„სევილიას“ მეკარე ბუნუმ სამორას პრიზი მოიგო. მან ლა ლიგაში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა.

ბენზემა 27 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, დემბელე 13 საგოლე პასით – საუკეთესო ასისტენტი.

„რეალმა“ პირველად მოიგო ლა ლიგა 13 ქულიანი სხვაობით. 12-ზე მეტი არასოდეს არ ყოფილა.

სიმეონეს ხელში „ატლეტიკო“ 10 წელია სამეულში ხვდება. არგენტინელ მწვრთნელამდე გუნდი 14 სეზონი ვერ ადიოდა ამ სიმაღლემდე.

ლა ლიგა – XXXVIII ტური

რეალი – ბეტისი 0:0
რაიო ვალეკანო – ლევანტე 2:4
ვალენსია – სელტა 2:0
ელჩე – ხეტაფე 3:1
ალავესი – კადისი 0:1
გრანადა – ესპანიოლი 0:0
ოსასუნა – მალიორკა 0:2
ბარსელონა – ვილიარეალი 0:2
სოსიედადი – ატლეტიკო 1:2
სევილია – ბილბაო 1:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეტი არ მაქვს: 11 წლის შემდეგ – მილანში მთელი ოჯახი ჩემპიონია – XXXVIII ტური

ლუჩიანო სპალეტი: ხვიჩა ინსინიეს მსგავსად საოცრად ტექნიკურია, მაგრამ ჩვენს რთულ ჩემპიონატს უნდა შეეგუოს