in

არ შეიძლება ჩემზე ერთი დღე მაინც არ ილაპარაკოთ: რონალდომ ინსტაგრამზე პასუხის გასაცემად მოიცალა – კრიშტიანო, აქ არ გელიან!

კრიშტიანო რონალდო მკვეთრად გამოეხმაურა „მანჩესტერიდან“ წასვლის სურვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
37 წლის ფეხბურთელმა ფანების ინსტაგრამზე კომენტარის დაწერაც არ დაიზარა, სადაც მის შესახებ ცნობებს ავრცელებენ.

აი რა დაწერეს კრიშტიანოს შესახებ:
„ჟორჟე მენდეშმა აცნობა „მანჩესტერს“, რომ რონალდოს ძალიან უნდა წასვლა. მოლაპარაკებები არც თუ პოზიტიურად წარიმართა. მენდეში არ არის დარწმუნებული, რომ რონალდო გადასვლას მოახერხებს. ჩაერია სერ ალექს ფერგიუსონი. „იუნაიტედი“ მყარად დგას იმაზე, რომ რონალდო არ იყიდება“.

აუ რა უპასუხა ამას კრიშტიანომ:
„არ შეიძლება ჩემზე ერთი დღე მაინც არ ილაპარაკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ მედია ფულს ვერ იშოვის. იცით, რომ თუ არ მოიტყუებით ხალხის ყურადღებას ვერ მიიპყრობთ. გააგრძელეთ. შესაძლოა, ერთხელაც სიმართლეც გამოაქვეყნოთ“.

გარდა ამისა, კრიშტიანო ინსტაგრამზე მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრების ბანერსაც გამოეხმაურა.
საკონტროლო შეხვედრისას („ატლეტიკომ“ 4:0 დაამარცხა „ნუმანსია“) მადრიდული კლუბის ფანებმა გამოფინეს ბანერი ტექსტით: „CR7 აქ არ გელიან“.

კრიშტიანო ამ ბანერს კომენტარებში სიცილის ემოჯით გამოეხმაურა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ გოლი, კიდევ გოლი, შეტევა, შეტევა: აი რატომ უნდა რონალდოს წასვლა

კიდევ კარგი ასე არ თამაშობ: ვილი სანიოლი კვარაცხელიას ნამღერს გამოეხმაურა – ვიდეო