„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი შინ „ბარსელონასთან“ 1:1 დაასრულა. უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო და მასპინძლება ვითარება ხოლოდ მას მერე გამოასწორეს, რაც გუნდის ახალმა მწვრთნელმა შეცვლები განახორციელა. კალცონამ შეცვალა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც „ბარსას“ დაცვას საიმედოდ ჰყავდა ამოკეტილი. მწვრთნელმა მატჩის შემდეგ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზებზეც ისაუბრა.
ხვიჩა ამოკეტეს და შეცვალეს: ნაპოლიმ წასაგები არ წააგო
ფრანჩესკო კალცონა:
„შესაძლოა საუკეთესო არ იყო, მაგრამ ეს ნორმალურია, როდესაც ფეხბურთელს თამაში არ წაუვა. ბოლომდე დაიხარჯა. მისი ტაქტიკური მოქმედებით უკმაყოფილო არ ვარ. უბრალოდ, მას არ ჰქონდა საკმარისი სივრცე და მომენტები. არ გაუბრწყინია, მაგრამ ეს უფრო მენტალური იყო. მოედანზე იმათ ვტოვებ, ვინც უკეთ ირჯება და სახელებს ყურადღებას არ ვუყურებ. შევცვალე, რადგან ფანტასტიკურად არ უთამაშია, ნაპერწკალი აკლდა. ხანდახან შენი დღე არაა. მაგრამ კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია და
კვლავაც დაგვეხმარება.
გუნდმა იბრძოლა და ქება დაიმსახურა. დაცვაში ძალიან ბევრი დავთმეთ. არ მომეწონა, რომ პერიოდულად ქაოსი იყო, მომეწონა გუნდური სულისკვეთება, რადგან ვნახე ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს და წაგებას არ აპირებდნენ.
გუნდს ვთხოვე კომპაქტური თამაში, თუმცა პირველ ნახევარ საათში შემტევები მომარაგება ვერ მოვახერხეთ. მეგონა, მოგება შეგვეძლო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ. ფრე სტიმულია და გვაიმედებს“.
GIPHY App Key not set. Please check settings