in

იწყება: ბილეთები 27-ში 12 საათიდან გაიყიდება

საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი აქვს მარტში. თუ ორი თამაში მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატზე წავალთ. ჯერ ლუქსემბურგი უნდა დავამარცხოთ 21 მარტს და ამ შეხვედრას გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. უკვე გაირკვა, რომ ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია – ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო – ლუქსემბურგის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ გამოუვიდა და სახელებს რა მნიშვნელობა აქვს: რატომ შეცვალეს კვარა

ასე მოქცევა არ შეიძლება: კვარაცხელიას უკმაყოფილო ჟესტის გამო აკრიტიკებენ