იტალიაში წარა-მარა იცვლება ვითარება. ხან ვინ აღმოჩნდება უკეთეს სიტუაციაში და ხან ვინ. ერთი პერიოდი “ინტერმა” მოუკლო და ცხრილში პირველობაც ჩამოართვეს, თუმცა დაკარგული ქულებით ახლა ისევ ლიდერია. მართალია ის “მილანს” 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაში აქვს თადარიგში. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ “მილანმა” აგერ ზედიზედ მეორედ ითამაშა 0:0 და ერთბაშად 4 ქულა დაკარგა. თავად “ინერმა” 2 ფრეს 2 მოგება მოაყოლა და ისევ გაუჩნდა საჩემპიონო იმედი.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/inter-milan-vs-hellas-verona-2_169.jpeg)
“ინტერის” წისქვილზე წყალი დაასხა “ნაპოლიმ”, რომელმაც ძალიან უდროო დროს წააგო, შინ საშუალო “ფიორენტინასთან” და მომდევნო ტურში მშვენიერ ფორმაში მყოფ “რომას” მიიღებს, რომელიც აუტსაიდერთან აგებდა და ბოლოსკენ, 82-ე და 85-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოიპოვა 3 ქულა. მოურინიოს გუნდი დიდი ხანია არ აგებს, ხოლოს მოგებით ზედიზედ სამი მატში გაიმარჯვა. მარტივი არ იქნება დაწევა, თუმცა “რომა” მე-4 ადგილს 5 ქულით ჩამორჩება, რომელზეც ის “იუვენტუსია” გამაგრებული, რომელსაც ასევე მატჩის შემოტრიალება მოუწია დარჩენისთვის მებრძოლ კუნძულელებთან.
![This image has an empty alt attribute; its file name is 7c5c6985d4f6c002ec00291c2d1f9f4do2-1024x569.jpg](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/7c5c6985d4f6c002ec00291c2d1f9f4do2-1024x569.jpg)
„მილანი“ ზედიზედ 6 მატჩია გოლს არ უშვებს.
პიოლი: „მილანს“ უამრავი ნახევარმომენტი ჰქონდა, მაგრამ მაგია დაგვაკლდა“.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
“ნაპოლიმ” ამ სეზონში 6 თამში წააგო და აქედან 5 – შინ.
“რომა” 11 მატჩია არ აგებს.
ალეგრი: „ჟურნალისტები ითხოვენ ლამაზ თამაშს, მაგრამ მარტო შედეგზე ლაპარაკობენ. ასე რომ, ჯობს გამაკრიტიკონ ცუდი თამაშისთვის მოგებული მატჩის შემდეგ“.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Screenshot-2022-04-10-190628-1024x452.jpg)
სერია ა – XXXII ტური
ემპოლი – სპეცია 0:0
ინტერი – ვერონა 2:0
კალიარი – იუვენტუსი 1:2
ჯენოა – ლაციო 1:4
ნაპოლი – ფიორენტინა 2:3
სასუოლო – ატალანტა 2:1
ვენეცია – უდინეზე 1:2
რომა – სალერნიტანა 2:1
ტორინო – მილანი 0:0
ორშაბათი, 11 აპრილი
ბოლონია – სამპდორია
GIPHY App Key not set. Please check settings