in

არის 8 და არის მსოფლიო: საქართველომ ნიდერლანდებს მოუგო და ევროპის 8 საუკეთესო გუნდშია

საქართველოს ნაკრებმა წყალბურთში პლეი-ოფის მატჩი მოუგო ნიდერლანდებს 12:8 და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ამ შედეგის გამო საქართველომ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
ეს არის ისტორიული მიღწევა საქართველოსთვის. ასე შორს საქართველო არასოდეს წასულა.

მეოთხედფინალში საქართველო მასპინძელ, უძლიერეს ხორვატიას ზეგ შეხვდება. მართალია, აქ ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ საქართველომ უკვე მიაღწია დაუჯერებელ შედეგს.

საქართველომ მეორე პერიოდი ჩინებულად ჩაატარა. პირველში 2:3 წაგების შემდეგ, 5:1 ვაჯობეთ მეტოქეს და წინ გავედით. ამის შემდეგ აღარ მივეცით მეტოქეს დაწევის საშუალება, ერთადერთი ერთხელ და მცირე ხნით 2 ბურთამდე შეამცირა ნიდერლანდებმა სხვაობა, ეგ ყო და ეგ. შესანიშნავი იყო ჩვენი მეკარე შუბლაძე, დაცვაში მედგრად ვიდექით და რადგან გატანასაც ვახერხებდით, სასურველი შედეგი დადგა.

საქართველო – ნიდერლანდები 12:8
(2:3, 5:1, 2:2, 3:2)

ევროპის ჩემპიონატებზე 2016 წელს ბელგრადში შევხვდით ნიდერლანდებს. მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის შეხვედრა 9:9 დასრულდა. პენალტებით 7:6 მეტოქემ მოიგო.
შარშან ნიდერლანდურ როტერდამში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ორთაბრძოლაში მასპინძლებმა საქართველოს ნაკრები სამი ბურთის სხვაობით დაამარცხეს – 14:11. რევანში შედგა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბექაურმა დაბრუნება ოქროთი აღნიშნა: ლაშამ და ვლადიმერ ახალკაცმა ევროპის ღია თასი მოიგეს

მინდა მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში: ხვიჩამ ქართველ ემიგრანტებს მიმართა