in

არაფერს დავთმობთ: დღეს ესპანეთია – ბიჭები არაფერს გამორიცხავენ

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე დღეს საღამოს მეორე მატჩს გამართავს. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დავთმეთ ბელგიასთან და საქმე გავირთულეთ. დღეს და ხვალ გვიწევს ჯგუფის ორ მთავარ გუნდთან ჭიდილი და მათი სიძლიერიდან გამომდინარე უკვე მოჩანს, რომ გადამწყვეტი ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა გვექნება.
თუმცა იქამდე ჯერ დროა და პირველ რიგში ყველამ ესპანეთთან შეხვედრაზე უნდა იფიქროს.

ახალ „თბილისი არენაზე“ პირველი თამაში სწორედ ესპანეთს მოუწია, როდესაც მსოფლიო შესარჩევის მატჩზე ჩამოვიდა დაახლოებით ერთი თვის წინ. მართალია ის თამაში მოვიგეთ, მაგრამ მაშინ მეტოქეს წამყვანი კლუბების მოთამაშეები აკლდა და ახლა სულ სხვა ვითარებაა. ასე რომ, ფავორიტი აშკარად პირენეელები არიან, მით უმეტეს, ჯერ ისიც არ ვიცით გოგა ბითაძე შეძლებს თამაშს თუ ვერა.

მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი კალათბურთელები საბრძოლველად არიან მომართული.

დუდა სანაძე:
„ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველას დამარცხება შეგვიძლია. სუსტი გუნდი არ არსებობს და ყველა სახიფათოა. ჩვენც ძალიან სახიფათო გუნდი ვართ და ბელგიასთან მატჩიდან გამომდინარე ჩვენი რეაქცია სხვანაირი იქნება. ესპანეთთან თავიდანვე ისე უნდა დავიწყოთ, როგორც ბელგიასთან ბოლოს ნაწილში ვითამაშეთ.
დარბაზში სასწაული ატმოსფერო იყო, დიდი მადლობა გულშემატკივრებს“.

გიორგი შერმადინი:
„4 თამაში გვაქვს დარჩენილი, ყველასთან შეიძლება თამაში. ესპანეთთან, შემდეგ თურქეთთან 100%-ით მომზადებული უნდა გავიდეთ.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებშიც გაგვამხნევებენ“.

გოგა ბითაძე:
„მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდან გავალთ. ყველას შეუძლია ყველასთან მოგება და მათ შორის, ჩვენც ქართველ გულშემატკივართან ერთად.
მწვრთნელი მართალია, რაც გვითხრა, არ შევასრულეთ, ის თუ ასე ფიქრობს, გამოდის, რომ ასეც არის. გავიარეთ რაღაცები და შეხვედრისთვის მზად ვიქნებით“.

ბექა ბურჯანაძე:
„ესპანეთის ნაკრებში აღარ არიან ძმები გასოლები, სერხიო როდრიგესი, სერხიო ლული, მწვრთნელიც აღიარებს, რომ ამჟამინდელი თაობა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე, მაგრამ ესპანეთი კვლავინდებურად დიდი გუნდია. ესპანეთის შეუფასებლობა არ შეიძლება, ძალიან ბევრს ჩაგიგდებს და დიდი ანგარიშით მოგიგებს.
ჩვენთვის დიდი უპირატესობა საკუთარ კედლებში თამაშია“.

ილიას ზუროსი:
“მომდევნო ორ შეხვედრას ვატარებთ ნაკრებებთან, რომლებსაც მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ, ბოლო ორ მატჩში კი ვთამაშობთ მეტოქეებთან, რომლებთანაც, თუ გასვლა გვინდა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს დავთმობთ! იმედია, მომდევნო მატჩში გოგაც იქნება და ტრიბუნებზეც ისეთივე საოცარი ატმოსფერო იქნება, როგორც ბელგიასთან”.

საქართველოს ევრობასკეტზე ესპანეთთან უკვე უთამაშია, 2013 წელს და ის შეხვედრა მეტოქემ დიდი ანგარიშით მოგვიგო – 83:59.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

3 საათით ადრე და ახლო-მახლო: მსოფლიო ჩემპიონატზე ლუდი თან იქნება და თან არა

დუბლიევიჩის ორმაგი დუბლი: მონტენეგრომ ბელგია საქართველოსთან ნახა და ისე მოუგო