in

არავის არაფერს დავუთმობთ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ: როგორ ითამაშებს საქართველო – ექსკლუზიური კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი 19 თებერვალს სერბეთს, 21 თებერვალს კი ფინეთს დაუპირისპირდება.

მსოფლიო პანდემიიდან გამოწვეული რეგულაციების გამო, შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩები ე.წ. “ბაბლის” პრინციპით ჩატარდება და E ჯგუფის მატჩებს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ბოლო ბაბლი საქართველოში: როგორ იცხოვრებენ და ითამაშებენ გუნდები

საქართველოს ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე 4-დან 4 მატჩი აქვს მოგებული და პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ილიას ზუროსის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული აქვს. მოგეხსენებათ, საქართველო ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს, რომლისთვისაც ახალი საკალათბურთო დარბაზი შენდება.

ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩების წინ, Sport4me.ge-სთან ექსკლუზიური კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ალექსანდრე ფევაძემ გააკეთა.

“როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც მხოლოდ მოსაგებად გავალთ პარკეტზე და არავის არაფერს დავუთმობთ. ჩვენ ევრობასკეტზე თამაში გარანტირებული გვაქვს, მეტოქეებისთვის კი, გადამწყვეტი მატჩებია, ამიტომ ისინი საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვლენ და მაგრად იბრძოლებენ. სერბეთი, საერთოდ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ ერთხელ უკვე შევძელით მათი დამარცხება და თბილისშიც იგივეს გაკეთებას შევეცდებით”, – ამბობს ალექსანდრე ფევაძე.

“ბაბლი” თბილისში 19, 21 თბერვალს გაიმართება და ილიას ზუროსის გუნდი საწვრთნელ ვარჯიშს მალე დაიწყებს. მანამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და საკალათბურთო კლუბ “ტიტების” მთავარმა მწვრთნელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩვენთან კომენტარი გააკეთა.

“მოგეხსენებათ, ევრობასკეტზე გასვლა გარანტირებული გვაქვს, ამიტომაც ამ შეხვედრებში მეტ ახალგაზრდა კალათბურთელს მივცემთ თამაშის გამოჩენის საშუალებას და ახალ ტაქტიკებს დავამუშავებთ”, – ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იცვლებიან მწვრთნელები, დირექტორები, მაგრამ არ იცვლება შედეგი – რა სჭირდება დინამოს?

ლევან მჭედლიძე: ემპოლისთან მოლაპარაკებს ვაწარმოებ, ეს კლუბი ჩემი მეორე ოჯახია