in ,

არაბიძემ გაიტანა, მაგრამ სამტრედია დინამოსთან განადგურდა:ბათუმი შეუჩერებელია

პარასკევს და შაბათს Crystalbet ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურმა სენსაციების გარეშე ჩაიარა და ფავორიტებმა მოიგეს.

26-ე ტური

ტორპედო-ლოკომოტივი 0:1

დინამო თბილისი-სამტრედია 5:1

დინამო ბათუმი-სამგურალი 3:0

თელავი-დილა 0:2

საბურთალო-შუქურა 2:1

ტურის პირველი მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. იმერულ დერბიში “სამტრედიასთან” განადგურებულმა ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა. “ლოკოს” სამმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და სამეულისთვის ბრძოლის შანსი რომ დაეტოვა გამარჯვება სჭირდებოდა. მატჩში ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე გავიდა. ბექა დარცმელიას პასით, ირაკლი სიხარულიძემ აიღო მეტოქე გუნდის კარი. დარჩენილ დროში “ტორპედომ” გაიბრძოლა, მაგრამ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. “ლოკომ” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, “ტორპედო” კი, ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

“დინამო არენაზე” თბილისის “დინამომ” “სამტრედიას” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. თბილისელები ზორან მარუშიჩის ბრწყინვალე თავური დარტყმის შედეგად დაწინაურდნენ. სამტრედიელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს. გიორგი არაბიძემ ბრწყონვალე დარტყმით აიღო ანდრე პრიეტოს კარი და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. არაბიძის გოლი ეროვნულ ლიგაში საიუბილეო 2000-ეა.
მეორე ნახევარი იმერლებისთვის საშინლად დაიწყო. გიორგი მჭედლიშვილმა დავით სხირტლაძის წინააღმდეგ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ, “დინამომ” მეტოქეს გადაუარა. გოლები დავით სხირტლაძემ, საიმონ ბენიომ, მილან რადინმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს.

“კავკასიონი არენაზე” ქართლ-კახური” დაპირისპირება ვიხილეთ. გორის “დილამ” “თელავი” 2:0 დაამარცხა. ანდრეი დემჩენკოს გუნდის რიგებში გოლებით თავი თორნიკე მოსიაშვილმა და უსმან კამარამ გამოიჩინეს.

ბათუმის “დინამომ” აჭარაბეთ არენაზე” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ბათუმელთაგან გოლები:ჯაბა ჯიღაურმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და სანდრო ალთუნაშვილმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით ბათუმელებმა მდევართან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

ტურის ბოლო მატჩში “საბურთალომ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო და 2:1 დაამარცხა. “საბურთალოდან” გოლები იური ტაბატაძემ და აკაკი შულაიამ გაიტანეს. “შუქურასგან” კი, ერთი გოლი ლევან ინგოროყვამ გაქვითა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს

ნოკაუტს გადაურჩა და თავად დაანოკაუტა:მერაბ დვალიშვილმა მორაეში დაამარცხა