in ,

ანტონ პეტრეა: საბურთალოსგან ასეთ პერფორმანსს არ ველოდი…

“საბურთალოსთან” კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში 0:1 წაგების შემდეგ კომენტარი “სტიაუას” მწვრთნელმა ანტონ პეტრეამ გააკეთა:

“ჩვენთვის რთული მატჩი გამოდგა, არ ველოდით მოვლენების ასეთ განვითარებას. ძალიან გაგვიჭირდა და უკმაყოფილო ვარ ფეხბურთელებით. ჩვენთვის საპასუხო შეხვედრაც რთული იქნება, რადგან ალბანეთშიც კარგი მატჩი ჩაატარა “საბურთალომ”.

ამიტომ, უფრო კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, ისე ვერ მოვახერხებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას. მეტოქემ კარგად ითამაშა, წნეხის ქვეშ მოგვაქცია, რის შემდეგაც ხშირად ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა გვიჭირდა. რესურსი გვაქვს და შეგვიძლია დავძლიოთ ეს ბარიერი, თუმცა დიდი შრომა მოგვიწევს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა ნოზაძე: მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ!

დააბრუნეთ კრიშტიანო: რეალის პრეზიდენტს ფანებმა რონალდო თხოვეს – არ გაუშვათ ატლეტიკოში