in ,

ამირან სანაიას სიმსივნე დაუდგინდა

ფრანგული “როდეზის” ქართველ ფეხბურთელ ამირან სანაიას 32 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივ მედიას კლუბის პრეზიდენტმა პიერ-ოლივიე მურამ აცნობა.

“ეს ამბავი ამ კვირაში შევიტყვეთ. პირველი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მომდევნოს შემდეგ კვირაში ტულუზში გაივლის. კლუბი მას დაეხმარება, რითაც საჭირო იქნება. ჩვენ ყველანი მასთან ვიქნებით, მის ოჯახთან ერთად. თავისი მეომარი ხასიათით ის უფრო ძლიერი დაბრუნდება”, – ციტირებს L’Équipe როდეზის პრეზიდენტის სიტყვებს.

ამირან სანაიას კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში აქვს გატარებული, სადაც ლე მანის, ბასტიას, ლუზენაკის, პარიზისა და ლე ერბიეს ღირსებას იცავდა, ხოლო 2017 წლიდან როდეზის შემადგენლობაში ირიცხება.

საქართველოში ამირანი კარიერის საწყის ეტაპზე ზესტაფონის რიგებში ასპარეზობდა. სანაიას თავის დროზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, რომლის მაისურით დებიუტი 2007 წელს კატართან ტესტ-მატჩში ჰქონდა. მან ეროვნულ გუნდში დღემდე 6 მატჩი ჩაატარა, ბოლოს კი საქართველოს ნაკრებში 2009 წლის ოქტომბერში ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაზაიშვილს კორეაში გააქვს და გააქვს-ლობჟანიძემ ბეშიქთაშს გაუტანა

მამუკელაშვილმა 4 წუთი ითამაშა- მილუოკი იუტასთან დამარცხდა