ამბროლაურში, კომპლექსურ სასპორტო სკოლაში საქართველოს თასი გაიმართა კუდოში.
ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე კუდოისტმა მიიღო.
საქართველოს თასი სხვადასხვა ასაკსა და 13 კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზებდნენ. გამარჯვებულებს, თასები, მედლები და სხვა პრიზები გადაეცათ. კ
უდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც კარატის, ძიუდოს, კრივისა და ჭიდაობის ელემენტებს აერთიანებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings