“ლივერპულის“ მეკარემ ალისონმა „არსენალთან“ ლონდონურ მატჩში (3:0) ახალი იერის პრეზენტაცია მოაწყო. ბრაზილიელი წვერს შეელია და მხოლოდ მოელვარე ულვაშები დაიტოვა.
ტვიტერის მომხმარებლებმა მაშინვე შეაფასეს ალისონის ახალი სტილი და რეფერენსებმაც არ დაუყოვნებია. მაგალითად, ბრაზილიელი შეადარეს ფრედი მერკურის:
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Screenshot-2021-04-04-121046.jpg)
პიტერს „დედპულის“ მეორე ნაწილიდა:
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Screenshot-2021-04-04-121225.jpg)
მეტიც, თვით იოსებ სტალინსაც:
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Screenshot-2021-04-04-121206.jpg)
ვნახოთ აბა ასეთი სარკაზმის შემდეგ რას იზამს ფეხბურთელი, ზაურის მსგავსად ისიც მოიპარსავს ულვაშებს სხვის ნათქვამზე (აი დარინემ რომ უთხრა „რაჭა ჩემი სიყვარული“-ში), თუ ცოტა ხანი მაინც დაიტოვებს ერთ დროს ნამუსის აღმნიშვნელს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/%D0%A0%D0%B0%D1%87%D0%B0_%D0%BB%D1%8E%D0%B1%D0%BE%D0%B2%D1%8C_%D0%BC%D0%BE%D1%8F-4.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings