მუნდიალი დასრულდა და ნელ-ნელა ფინალური შეხვედრის მთავარი პერსონაჟები განცდებსა და ემოციებს გვიზიარებენ. გამონაკლისი არც “ბრაიტონის” 23 წლის ნახევარმცველი, ალექსის მაკალისტერია, რომელმაც ფინალის საღამოსა და არგენტინაში დაბრუნების შესახებ ისაუბრა:
“მატჩის წინ მხოლოდ 2 საათი მეძინა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. არგენტინაში დაბრუნების შემდეგ კი სახლიდან ვერ გავდიოდი, რადგან არგენტინელი ხალხი შეშლიილია. დილის 8 საათიდან კარზე კაკუნი და სიმღერები იწყებოდა.
წარმოუდგენელია, 23 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი ვარ! მუნდიალამდე 1 თვით ადრე იმასაც ვფიქრობდი, რომ ნაკრებში არ გამომიძახებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი!”.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings