საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ალ-ნასრმა“ შინ „ალ-რიადი“ 4:1 დაამარცხა.
კრიშტიანო რონალდოსთვის ეს იყო კარიერაში 1200-ე მატჩი. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, პორტუგალიელი მინდვრის პირველი მოთამაშეა, ვინც ამ მაჩვენებელს მიაღწია. მასზე წინ კი ოთხი ფეხბურთელია და ოთხივე მეკარე: პეტერ შილტონი (1375 – ინგლისი), პოლ ბესტოკი (1286 – ინგლისი), როჟერიუ სენი (1237 – ბრაზილია) და ფაბიო ლოპესი (1212 – ბრაზილია).
„კიდევ სამი ქულა!
მადლობელი ვარ ყველა იმ პარტნიორის, რომლებიც დამეხმარნენ 1200 მატჩამდე მოვსულიყავი.
აი ეს არის მოგზაურობა! მაგრამ ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია“, – დაწერა 38 წლის ფეხბურთელმა.
„ალ-რიადის“ წინააღმდეგ ანგარიში სწორედ რონალდომ გახსნა. მერე საგოლე პასიც მიითვალა. ჩემპიონატის 15 მატჩში მის ანგარიშზე 16 გოლია. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/12/409071657_18402960304018981_2294560584298588013_n-866x1024.jpg)
2023 წელს კი რონალდომ 49 გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს. წინ მხოლოდ ერლინგ ჰოლანდია 50 გოლით.
GIPHY App Key not set. Please check settings