ესპანეთში საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო.
დიდებული დებიუტი გამოუვიდა ახალ გუნდში ბექა ბურჯანაძეს.
ჩვენიანი სევილიის “ ბეტისში” გადავიდა და პირველ ოფიციალურ მატჩში თავის გუნდს დიდად დაეხმარა. ბექამ 12 წუთში 17 ქულა ჩააგდო. “ბეტისმა” კი “ანდორა” დამატებით დროში 102:98 დაამარცხა.
ალბათ გახსოვთ, რომ ბურჯანაძე 3 წლის წინ სწორედ “ანდორას” ღირსებას იცავდა.
ბექამ 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
მომდევნო ტურში, 23 სექტემბერს “ბეტისი” სტუმრად “მურსიას” შეხვდება, სადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი თად მაკფადენი თამაშობს.
მოულოდნელად წააგო გიორგი შერმადინის “ლენოვომ”, რომელიც ლიგის დებიუტანტ “ბრეგანთან” 73:92 დამარცხდა.
შერმადინი სასტარტოში იყო, მან 24 წუთი ითამაშა და ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 9 ქულა და 8 მოხსნა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/SHERMADINI_0.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings