ძალზე უცნაური სიახლე ამსტერდამის „აიაქსის“ ბანაკში. ამიერიდან, გულშემატკივარს ეკრძალება სახლიდან იმ ბანერის მოტანა, რომელზეც ფეხბურთელისადმი მაისურის თხოვნაა გამოხატული.
მიზეზი? – ბოლო პერიოდში, სულ უფრო მოხშირდა მსგავსი თხოვნები (ძირითადად ბავშვებისაგან) და ცხადია, რომ მოთამაშეები ყველას ვერ შეუსრულებენ თხოვნას, შესაბამისად, მოთამაშეთა მიმართ კრიტიკა მატულობს, რომ ისინი ქედმაღლები არიან და გულშემატკივარს არ უსმენენ.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FZJc3SFXwAECxXd-1024x1024.jpg)
ასეთი პრობლემის თავიდან არიდების მიზნით კი ამსტერდამულმა კლუბმა თხოვნები საერთოდ აკრძალა. საინტერესოა, როგორი გამოხმაურება ექნება ამ ჟესტს და ვინ აუბამს მხარს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings