გიორგი ჩაკვეტაძეს “სლოვანთან” საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, “რაპიდი” და “აბერდინი” ეპატიჟებიან და ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. ქართველის კონტრაქტს “გენტი” ფლობს და ბელგიური Voetbalprimeur-მა იმ ოთხი ფეხბურთელის შესახებ გამოაქვეყნა წერილი, რომლებიც ამ გუნდს ეკუთვნიან და იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ. მათ შორისაა ჩაკვეტაძე.
“გენტის” საიჯარო კამპანია – “ჩაკი” კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება
“ძალიან დიდი ხნის წინ ის იმ გზას ადგა, რომ “გელამკო არენას” გულშემატკივართა კერპი და ტოპ-ტრანსფერის მონაწილე გამხდარიყო, მაგრამ ტრავმებმა ეს ზღაპარი დაასრულა. სლოვაკეთის დედაქალაქში მის კარიერულ წყვდიადში ისევ სინათლის
სხივმა გამოანათა. ახლად გაჩემპიონებულს შესანიშნავი კურსი ჰქონდა, განსაკუთრებით ევროპაში. ჩემპიონთა და ევროპა ლიგების წინასწარ რაუნდებში მარცხის შემდეგ, უეფას კასკადურმა სისტემამ კონფერენს ლიგაზე გამოზამთრებისკენ მიიყვანა. თუმცა, თავის ძველ ნაკლთან ბრძოლას განაგრძობს – იყოს ეფექტური. ევროტურნირებზე სასტარტოში ჩატარებული თვით 14 მატჩის შემდეგ ამან ვერც ერთხელ ვერ იმუშავა.
სტატისტიკა ჩემაიონატში: 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა
დასკვნა: “ჩაკი” უდავოდ ტალანტია, თუმცა მის მიმართ “გენტში” რწმენა ძალიან ხომ არაა შელახული?”
სლოვაკეთის სუპერლიგის ბოლო ტურში “სლოვანი” ჩემპიონის რანგში გავიდა საკუთარ მოედანზე “პოდბრეზოვასთან” შეხვედრაში (0:1) და გიორგი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე (ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო, გურამ კაშიამ 78-ე წუთიდან ითამაშა). ბრატისლავის სტადიონზე მატჩს 15 606 მაყურებელი დაესწრო, მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე გულშემატკივრები გადავიდნენ და გუნდთან ერთად იზეიმეს ოქროს მედლების მოპოვება და ჩემპიონის თასის გადაცემა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings