შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ (UFC) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ TOP 3 მოჩხუბრის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ და UFC-ის მოყვარულები მათ 2022 წელს უნდა დააკვირდნენ.
ქართველებისთვის სასიამოვნოა, რომ ამ სამ მებრძოლს შორის ქართველი ილია თოფურიაც მოხვდა.
“ილია თოფურია ის ერთ-ერთი მებრძოლია, რომელსაც 2022 წელს თვალი უნდა ვადევნოთ. ნოკაუტის გასაფორმებლად საჭირო ზალის და ჯიუ-ჯიჩუს ტექნიკის გამოყენების საოცარი უნარით ქართველმა ელ მატადორმა” ოქტაგონზე გამართული 11 ბრძოლიდან ყველა მოიგო, მათ შორის 10 ნოკაუტით. UFC-ში გამართული სამი ბრძოლიდან კი, მან ორი პრაქტიკულად ერთი დარტყმით მოიგო.
ილია მალე ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს რუსი მუსა ევლოევის წინააღმდეგ.”-წერს რუსული გამოცემა
გეტყვით იმასაც, რომ ufc აღნიშნულ ნომინაციაში ქართველი მომავალი მეტოქე მუსა ევლოევიც შეიყვანა.
შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და მუსა ევლოევის ბრძოლა 22 იანვარს შედგება.
