ფიფამ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე სამი ნომინანტი დაასახელა.
The Best გახდება: ერლინგ ჰოლანდი („სიტი“ / ნორვეგიის ნაკრები), კილიან მბაპე (პსჟ / საფრანგეთის ნაკრები) ან ლეო მესი („ინტერ მაიამი“ / არგენტინის ნაკრები).
ნომინანტების სიიდან გავარდნენ კევინ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა, როდრი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ხულიან ალვარესი, ილქაი გუნდოგანი, დეკლან რაისი და მარსელო ბროზოვიჩი.
სიის შედგენისას გაითვალისწინეს ფეხბურთელების თამაში 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში. ასე რომ, გამარჯვებულის გამოვლენისას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას არ მიიღებენ მხედველობაში.
გამარჯვებულს 15 იანვარს დაჯილდოების ცერემონიაზე იტყვიან. გასულ წელს ეს პრიზი ლეო მესის ერგო.
GIPHY App Key not set. Please check settings