ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ქართველი ლეგიონერის, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით დათმო, თუმცა საბოლოო ჯამში, ანგარიშით – 4:1 გაიმარჯვა.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა კიტეიშვილმა, რომელმაც გოლი გაიტანა და გოლს საგოლე გადაცემაც მიუმატა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის დასრულების შემდეგ Sky Sport Austria-მ ქართველი ფეხბურთელი სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings