in

MARCA: პელეს მდგომარეობა უკეთესდება

როგორც გაცნობეთ, გასულ სამშაბათს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ესპანური გამოცემა Marca-ს მტკიცებით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის პრობლემები კოვიდ ინფექციამ გამოიწვია.

“ბევრი სიცრუე მოვისმინე, თითქოს მამაჩემის სიკვდილი გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ერთ დღეს მართლაც ასე მოხდება, თუმცა არა ახლა. ის კარგად იქნება და ეს მხოლოდ დროის საკითხია. საკუთარი თვალით იხილავს, თუ როგორ აღმართავს მეექვსედ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის თასს” – განაცხადა პელეს შვილმა არტურ არანტეს დო ნასიმენტომ.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები მერვედფინალურ მატჩს დღეს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანდრონიკაშვილის დებიუტი ესპანეთში

ბურჯანაძემ 13 ქულა ჩააგდო, მაგრამ “რეჯიო ემილია” დამარცხდა