20 წლის გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიას“ რიგებში ფანტასტიკური დებიუტი გამოუვიდა და „ხეტაფესთან“ 1:0 მოგებაში, 4 სეივითა და სტაბილურად დამაჯერებელი თამაშით, სოლიდური წვილი შეიტანა. ცნობილი გამოცემების Whoscored-ისა (შეფასება 7.82) და SofaScore-ს (შეფასება 8.1) ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ მამარდაშვილი დასახელდა.
„ისწავლეთ მისი გვარი: მამარდაშვილი – „მესტალიას“ ახალი გმირი“-სწორედ ასეთი სათაურით ვხვდებით სტატიას მადრიდული Marca-ს ვებგვერდზე. პოპულარული და გავლენიანი გამოცემა ახალგაზრდა ქართველის დებიუტს აფასებს და აღნიშნავს, რომ გიორგი მოედანზე ვალენსიელთა გადასარჩენად იყო.
“გიორგი მამარდაშვილი, საქართველოდან. დაწერეთ და ისწავლეთ მისი სახელის გამოთქმა. ეს ბიჭი აქ დასარჩენადაა. იგი დადგა კარში და უკვე მოიპოვა უპირატესობა იასპერ სილესენთან და ხაუმე დომენეკთან. ახალგაზრდა ქართველმა წინასასეზონო ეტაპზე თავი გამოიჩინა, მაგრამ „მესტალიაზე“ გამართულ სადებიუტო მატჩშივე გახდე გმირი და 92-ე წუთზე შესრულებული ბრწყინვალე სეივის შემდეგ ოვაციები მოგიწყონ, ეს კიდევ სხვა სიმაღლეა.”-წერს მარკა
GIPHY App Key not set. Please check settings