გამორჩეული ქართველი ტალნტის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. La Gazzeta Dello Sport წერს, რომ ლორენცო ინსინიეს “ნაპოლიდან” წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მის შემცვლელად მექსიკელი ირვინგ ლოსანო განიხილებოდა, მაგრამ ყველაზე ავტორიტეტული იტალიური გამოცემ წერს, რომ დიდი ალბათობით ნეაპოლელებს მექსიკელი შემტევიც დატოვებს და შესაბამისად ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” კიდევ უფრო უახლოვდება.
როგორც იტალიური გამოცემა წერს, კვარაცხელიას “ნაპოლი” 1 ივლისს დაარეგისტრირებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “ნაპოლის” ოფიციალური რადიოსა და Calciomercato-ს მტკიცებით, კვარაცხელიასა და იტალიურ გუნდს შორის კონტრაქტის დეტალები მოგვარებულია და ზაფხულში ხვიჩა “ნაპოლისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
GIPHY App Key not set. Please check settings