in

It’s coming home… მანდილოსანი ინგლისელები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

არის, ასრულდა ოცნება! ინგლისის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია, ოღონდ ქალებში…

ის, რასაც მამაკაცები 1966 წლის შემდეგ წარუმატებლად ცდილობდნენ ქალებმა გუშინ გააკეთეს. ინგლისმა ფინალში გერმანია 2:1 დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო გუნდიც გახდა.

განსაკუთრებულად თვალსასეირო პირველი გოლი აღმოჩნდა, როდესაც ველშის დიდებული 40 მეტრიანი პასის შემდეგ ელა ენ ტუნიმ ბურთი დაამუშავა და გერმანელთა კიპერს თავზე მოხდენილად გადაუგდო. ბევრ მამაკაც ფეხბურთელს შეშურდეს ამ გოლში არსებული თითოეული ფრაგმენტისა.

შეხვედრა 1:1 დასრულდა და დამატებით დროში ინგლისელებმა კიდევ ერთი გაიტანეს, რითაც ევროპის ჩემპიონობა დაისაკუთრეს.

ქალთა ევრო 2022-ს ფინალს დაესწრო 87 192 მაყურებელი – ეს არის არა მარტო ქალთა, არამედ მამაკაცთა ევროპის ჩემპიონატების რეკორდი.

ინგლისის ნაკრებს გამარჯვება ელიზაბეტ II-მა მიულოცა: “თქვენი მაგალითი გახდება აღმაფრენის წყარო გოგონებისა და ქალებისთვის”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქრიაშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა: თორნიკე კორეადან მოაბრუნეს

ახალ დეკადაში ახალი ტენდენციით: ქართველი ფეხბურთელები ნაღდ ევროპაში მიდიან